“საერთოდ ვინ გაგზარდათ ვინ ხართ დედას რო შვილს უკლავთ..” – ნახეთ 22 წლის ბიჭი, რომელსაც ვერაზე 8 ტყვია ესროლეს გარდაიცვალა

0

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა, რომელსაც 8 ტყვია ესროლეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოში ადასტურებენ.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია 8 ტყვია მოხ­ვდა. თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნას­თან ელო­დე­ბო­და, კორ­პუს­თან და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სრო­ლით დას­რულ­და. მკვლელ­მა ბიჭს 9-ჯერ ეს­რო­ლა და ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა.
მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

„ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპული განათლება-მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია – feeds შექმნა.

მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი, ბოლოს მაინც, – სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-მეთქი. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს და 8 ტყვია დააცალეს!

ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ, ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან – ასეთ ნიკოს“, – წერს ნინო ზამბახიძე.

Share.