გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა.
💔 დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი – მიშო ვანიშვილი დაიღუპა. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დადგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.
💔 მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ.
💔 ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს.
… დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს 💔💔” – ვკითხულობთ განცხადებაში.
”ეს რა საშინელებაა ღმერთო😢😢 როგორ არ მინდა დაჯრება, მიშო”
”ეხლა შენზე იტყვის შენი მათე “მამა მაღლაა აი იქო ” 😭😭 როგორ მენანები მიშო , რა კარგი ადამიანი იყავი 😭😭😭 ვერ ვიჯერებ , როგორ გიხაროდა კარგ ფოტოებს რომ გადაიღებდი,
იმდენი ემოცია დავიჭირე ერთი სული მაქვს დავდოო .. აუ რაა 😭” – წერენ ახლობლები.
შეგახსენებთ, გორში ქორწილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული 27 წლის ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილია.
ვანოს ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წყარო:niustv.com