“უმძიმესი ტკივილია,ამ ტკივილის შემსუბუქება..” – ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთეს გია შომახიას, რომელმაც ბათუმში ჩამონგრევისას ცოლ-შვილი დაკარგა

0

ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამმა კომპანიამ – „რედკო“, „King’s Garden“ და „საქინვესტმა“ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გიას ცოლ-შვილი დაეღუპა.
„ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა.“ – განაცხადა კომპანია „რედკოს“ მფლობელმა.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ“. – განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას.”- განაცხადეს “საქინვესტის“ წარმომადგენლებმა.
წყარო: ambavi.club

Share.