“თოვლი, ქარი,წვიმა..” – ნახეთ ხვალიდან ამინდი უარესდება. უახლოვესი დღეების პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Share.