“ამოქმედდება ახალი შეზღუდვები..” – ნახეთ რა შეზღუდვა დაწესდა საქართველოში ახალი გავრცელებული შტამის გამო

0

საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს.

აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის დღეიდან ამოქმედდება.

წყარო: პრაიმტაიმი

Share.