“სამუდამოდ დაღუპე ოჯახი, 21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო” – ეს ის 21 წლის ბიჭია რომელიც გუშინ ქუთაისში ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და 21 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ გარდაცვლილი ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ფეხით მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე არ შეჩერებულა და ადგილიდან მიიმალა.

„სამუდამოდ დაღუპე ოჯახი 21 წლის ბიჭი. გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო. სად გარბოდი ასეთი სისწრაფით, რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა?

მერე მიატოვე გზაზე და გაიქეცი. იქნებ შველოდი ადამიანო. იქნებ შენი მუხრუჭზე ფეხის დაჭერა გადაარჩენდა მას. შენ ადამიანი არ ხარ ? უბრალოდ მკვლელი ხარ ….,“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
akf

fke

Share.