“ბოლოს გაარკვიეს და დაადგინეს, რომ უბრალო მტვერსასრუტსაც ვეღარ ააწყობენ რუსეთში..” – დავით კაპანაძე

0

დავით კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
მაგარ ამბავს მოგიყვებით.
გუშინ ვუსმინე რუს ბლოგერებს, აი ისეთებს გაგიჟებული იმპერიალისტები რომ არიან. ეხლა რა ხდება😂🤦‍♂️ რუსეთის მთელი სამხედრო იარაღის წარმოება, კერძოდ ყველა სახის რაკეტა რაც დაფრინავს, იყენებს ჩიპებს, რომლებიც მზადდება ტაივანში! ამ ჩიპებს ყიდულობდა რუსეთი, შემდეგ ზემოდან ურტყამდა იარლიყს, რომ დამზადებულია რუსეთში. მას შემდეგ, რაც ტაივანი შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ გაირკვა, რომ ტაივანი არანაირ ჩიპებს აღარ მიაწვდის რუსეთს! ანუ დღეიდან გაჩერდა ყველანაირი საფრენი სარაკეტო სისტემების წარმოება რუსეთში! 😂
ეხლა მსჯელობა მიდის იმაზე, თუ ვინ ეტყვის ამას პუტინს! 😂🤦‍♂️
ასევე გაირკვა, რომ

ჩერდება რუსეთის სამოქალაქო ავიაცია, ვინაიდან კომპანიები,რომლებიც ეწეოდნენ თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას, ამარაგებდნენ სათადარიგო ნაწილებით და უზრუნველყოფდნენ ტექნიკურ გამართულობას, ყველა ევროპული ან ამერიკული კომპანიებია და სანქციების გამო, ისინი წყვეტენ რუსეთთან თანამშრომლობას!😂🤦‍♂️
ჩინოვნიკები წუხან იმაზე, რომ რეგიონებში გასვლა, საქმიანი ვიზიტების დროს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მატარებლით ან მანქანით და გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ძალიან დიდია, კვირეები მოუწევთ გზაში ყოფნა.😂🤦‍♂️
ამ მსჯელობის დროს გაირკვა, რომ მერსედესი, ბმვ, აუდი, ფოლკსვაგენი, პორშე და ჯენერალ მოტორსი, მანქანებს აღარ გაყიდის რუსეთში და აღარც სათადარიგო ნაწილებით მოამარაგებს!
ბენტლი და როლს-როისი პირველები გავიდნენ რუსული ბაზრიდან, დაასწრეს გერმანელებს და ამერიკელებს!
რუსები ამბობენ, რომ მოუწევთ საკუთარი წარმოების მანქანებზე გადაჯდომა.😂🤦‍♂️
ამის შემდეგ გაირკვა, რომ ყველა ქარხნები, რაც კი არსებობს რუსეთში, მუშაობენ თანამედროვე დანადგარებზე, რომლებსაც ასევე სჭირდება ტექნიკური მომსახურება, ანუ ზუსტად ის ნაწილები,ჩიპები რომელსაც დასავლეთი აწარმოებს.😂🤦‍♂️
ბოლოს გაარკვიეს და დაადგინეს, რომ უბრალო მტვერსასრუტსაც ვეღარ ააწყობენ რუსეთში.
ეხლა მიდის მთავარი მსჯელობა, ვინ ეტყვის ამას პუტინს!😂🤦‍♂️
ამ დროს გაირკვა, რომ რუსეთს სვიფტიდანაც თიშავენ!🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️❤️✌️

Share.