უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა გადაცემა “პრაიმშოუს“ გუნდმაც და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც წამყვანები უკრაინის დროშის ფონზე დგანან.
სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
“მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წამყვანების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“ამ ფოტოს ჰქვია: “ნოე, ბო**იშვილი ვიყო რამე მოვიფიქროთ, თორე სუყველა დედის ტრ…ს გვაგინებს…”
მოგვიანებით კი ბექა ყორშიამ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, გადაცემის პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ მას პირადად დაურეკა:
“ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა, მეო, პატივს გცემ და გაფასებო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვენი დაცინვის დროო.
ნოე, ჩემთან დარეკვას და კაი ტიპობის მტკიცებას ჯობდა, “იმედში” შენს უფროსთან დაგერეკა და გეთქვა, რომ უკრაინელი ხალხის ამ უმტკიცესი ბრძოლის გაშავება და დისკრედიტაცია ბოროტებაა. ან მაშინ დაგერეკა ჩემთვის, როცა ქარელში ჩემი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
მახსოვს, რამდენიმე საათში, მამუკა მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ ბრიფინგზე და თქვეს, ყორშია პროვოკატორია და იმსახურებდაო. ამ განცხადებიდან მალევე კობახიძე გადაცემაში მიიწვიე და გვიმტკიცებდი, რომ კარგი ტიპია. ჩემი ამბავი რა მოსატანია, ზაზა სარალიძეს აშავებდით 6 თვე. გადასარევი ხელფასია 30 ათასი ლარი, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა. ჰოდა, არაადამიანები ხართ მანდ ყველანი და სანამ სახე არ გაგძვრებათ, ვერ მოვისვენებ…“ – წერს ყორშია.
წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჟურნალისტ ბექა ყოშიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ზოგჯერ რაღაცეების ატანა გვიწევს, მათ შორის ბულინგის და ამიტომ ყოველთვის ასეთ შემთხვევებში ვცდილობ ცივად გავატარო, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ბიჭუნას უზრდელობამ ეს წესი ოდნავ დამარღვევინა. სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, ))) მაგრამ ბლოკში ვარ და ადრესატს ვერ ვპასუხობ, რომელსაც მართლა დავურეკე და რაც მოისმინა ჩემგან მართლა ყველაფერი იყო ქების გარდა, ერთადერთი შევეცადე კორექტული ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რაც კარგად გამომივიდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო.
ზოგადად, ერთს ვიტყვი: რანაირი “კაცი” უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს, ბულინგის ორგანიზებისთვის რომ გეცალოს და სანამ ჩვენს გულწრფელ განწყობაზე, რომელიც ამ ფოტოს დადებით აისახება ადამიანებს დაგეშავ, სიმართლის ლაპარაკი ისწავლე და ნებისმიერ ჩვენგანივით შეიყვარე ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამწუხაროდ ეს ყველა ხვედრი არ არის!
p.s ბევრი მიზეზის გამო ვამაყობ იმით, სადაც ვმუშაობთ და ყოველთვის ასე იქნება