“შეუძლებელია ენით ავღწერო,მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით დაჭრილებით,დაღუპულებით,მხოლოდ ჩემს თვალწინ..”

0

უკრაინაში მოხალისედ წასული ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს გვიზიარებს, რომელიც 4 დღიანი ბრძოლის დროს საკუტარი თვალით ნახა, ასევე გვიზიარებს მისი დანაყოფის დაკარგული და ტრამვირებული მებრძოლების და რუსული განადგურებული ოცეულის შესახებაც.
“4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით.

ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო.”

Share.