“გარდაცვლილს მიასვენებენ ცოლ-შვილთან..” – ნახეთ სამსახურში წასული მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა

0

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა ინდოეთის ოკეანეში მოხდა.“აჭარა.News”-ის ინფორმაციით ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური ირაკლი ბოლქვაძე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარ ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს დღეებში ბათუმში გადმოასვენებენ.
ბათუმელ მეზღვაურს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.
წყარო:daqali.club

Share.