“მშობიარე ქალს გული 3-ჯერ გაუჩერდა, ცალი ფილტვი უმუშავებდა,ექიმებმა ისეთი რამ უთხრეს ყურებს არ დაუჯერებთ..”

0

„ახალციხის რეფერალურ კლინიკაში იმშობიარა. წყალი ჰქონდა დარჩენილი ექიმების დაუდევრობით. ფილტვებში გადაუვიდა და სისხლი მოიწამლა. თირკმელები, ყველაფერი გათიშული ჰქონდა, ცალი ფილტვი უმუშავებდა, ისიც ოდნავ და შოკური მდგომარეობა დაემართა.სახლში იყო ამოსული, მეხუთე დღეს გამოწერეს, მანამდე საავადმყოფოშიც ახველებდა. პრობლემებით იყო, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.

შემდეგ თავისი ფეხით მივიდა ახალქალაქის კლინიკაში და სახეზე ჰქონდა ყვითელი ფერი, შოკური მდგომარეობა დაწყებული ჰქონდა, იქ წამლები მიაშველეს, მაგრამ რა? გული სამჯერ გაუჩერდა, გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ საქმის გამოძიებას ვაპირებთ, ასე არ დავტოვებთ… ამ ყველაფერში ჩართულები არიან კრიმინალები. ბავშვი კარგ მდგომარეობაშია, სამაგიეროდ დაიკო მომიკლეს და დამიღუპეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ტყუპისცალი.
წყარო:ambavi.club

Share.