“ჩხუბი რომ დაიწყო..” – ნახეთ რას ამბობს 20 წლის ბიჭის მოკვლისთვის დაკავებული ახალგაზრდა

0

ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, რატი ჩა­ჩა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, შოთა მა­ნე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალ­დე­ბა ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.რო­გორც ად­ვო­კატ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ჩა­ჩა­ნი­ძის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა მიზ­ნით და­ი­წყო ჩხუ­ბი.მა­ნე­ლი­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩხუ­ბის დროს მხო­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და და „ისე­თი სიბ­ნე­ლე იყო, რომ ვე­რა­ვის ხე­დავ­და“.

“ბავ­შვი და­ა­კა­ვეს გუ­შინ, შუა ღა­მი­სას, ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით, არამ­ხო­ლოდ ის, არა­ერ­თი ბავ­შვი და­ა­კა­ვეს ამა­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. აბ­რა­ლე­ბენ, თით­ქოს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჩემ­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა არ იცის ჩხუ­ბი რაზე და­ი­წყო. ბავ­შვე­ბის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ორი-სამი წელი იყო, 17-დან 20 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ბავ­შვი ამ­ბობს, ჩხუ­ბი­სას მხო­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი და ისე­თი სიბ­ნე­ლე იყო, ვერც ვხე­დავ­დი ვის ვაშ­ვე­ლებ­დიო, მაგ­რამ აბ­რა­ლე­ბენ დამ­რტყმე­ლი ძალა იყა­ვი ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდე­გო. არ ვიცი ვის­თან მე­გობ­რობს, რო­გორც ვიცი არა­ბულ­მა და­პა­ტი­ჟა და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­გორც მე­გო­ბა­რი“, – აღ­ნიშ­ნა შოთა მა­ნე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 20 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Share.