“ზღვაზე წავიდა და სასტიკად მოკლეს..” – ნახეთ ცნობილია რატომ მოკლეს 21 წლის ბიჭი

0

მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, დანაშაულს წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
„ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის… წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. გორელია ის, ვინც მოკლა. ის დაკავებულია“ – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე – მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წყარო:ambavi.club

Share.