“საკუთარი დედა დანით მოკლა 17 წლის ბიჭმა და თან..” – ნახეთ ახლახანს საზარელი ინფორმაცია გავრცელდა

0

თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს – რა განცხადებას ავრცელებს შსს
17:18 / 14-08-2022
თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს – რა განცხადებას ავრცელებს შსს
თბი­ლის­ში, დე­დის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 17 წლის პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შს სა­მი­ნის­ტრო ავ­რცებს. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ხ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ნ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 13 აგ­ვის­ტოს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, დე­დას – 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ჟ.ხ.-ს და­ნით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ნ.ხ.-ს თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი რ.ნ. ეხ­მა­რე­ბო­და.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ჟ.ხ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.ხ. და რ.ნ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის „ი“ ქვე­პუნ­ქტით და 109-ე მუხ­ლის „ი“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

Share.