თურქეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ცოტახნის წინ არჰავის რაიონში ქმარმა 23 წლის რიტა ეგნატაშვილი და თავის მეგობარი ხვიჩა ოსანაძე მოკლა, შემდეგ კი სარფთან თავი მოიკლა.
თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც მოკლული ქალის ოჯახი სასტიაკად უარყოფს.
მოკლული გოგონას ახლობელმა ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო პორტალთან განაცხადა, რომ გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ოჯახის ახლობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა რიტა ეგნატაშვილი თურქეთში.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ახალგაზრდა ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. როგორც ახლობელი ამბობს, ქმარმა (მკვლელმა) თურქეთში გადასვლილას სახელი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
ახლობლის თქმით თურქულმა მედიამ ძალიან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით რიტა სახლში მარტო იყო, ქმარმა კი ჯერ სცემა, აწამა და ბოლოს ყელი გამოჭრა. სწორედ ამ ხმაურზე შესულა ცოლ-ქმრის სახლში მკვლელის მეგობარი ხვიჩა და ამიტომაც მკვლელმა ისიც მოკლა. (ხვიჩა იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, მას 4 შვილი დარჩა)
წყარო:daqali.club