წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება – მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა.ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა. ან შეშინების მიზნით, თავად გადაისხა.
ახლობელის თქმით, ქალი საპირფარეშოში ნახეს, ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული.
როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
წყარო:daqali.club