“საზარელი ავარია მოხდა ქუთაისში..” – ნახეთ ამწუთებში ცნობილი ხდება ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც საშინელ ავარიაში მოყვა

0

ქუთაისელ ახალგაზრდას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და კლინიკაში, ამ დრომდე, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.“ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა. 28 აგვისტოს ჩემი ძმა მოხვდა ავარიაში, თავზე გაუკეთდა ოპერაცია, ამოაჭრეს ჰემატომა. კლინიკაში შეყვანის შემდეგ დადგინდა რომ ტვინს დიდი ხნის მანძილზე არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი და

ამ დრომდე რჩება კომაში. არის სრულიად უკონტაქტო. საჭიროებს სხვა კლინიკაში გადაყვანას, მაგრამ ამისათვის საჭიროა წინასწარ ჩავრიცხოთ 15 000 ლარი, რის შედეგადაც მოხდება მისი მიღება. ჩემი ძმა არის აპარატზე, მდგომარეობა არის მძიმე და ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ ცხოვრებაში არასდროს არ მითხოვია დახმარება, მაგრამ ახლა როცა ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი, სრულიად გათიშული წევს რეანიმაციის განყოფილებაში და იბრძვის სიცოცხლისთვის, მთელი გულით გთხოვთ რომ დამეხმაროთ. წინასწარ შესატანი თანხის გარდა, არის სხვა უამრავი საკითხი და პროცედურა, რომელიც ასევე კოლოსალურ თანხებს საჭიროებს. რახან დროში ვართ შეზღუდულები, ჩემი ოჯახისთვის რთულია ამ თანხების ასე სწრაფად მოძიება, რადგან ფაქტობრივად რესურსი აღარ გვაქვს. გთხოვთ, გადამირჩინეთ ძმა.

მივუთითებ ჩემს ანგარიშს და მთელი გულით გთხოვთ, გემუდარებით – მიეცით ჩემს ძმას სიცოცხლისა და ჯანმრთელად ყოფნის საშუალება. თითოეულ წამს, თითოეულ თეთრს, მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა.

თბს #GE22TB7799045061100113
მიმღები : ანი შარვაშიძე

საქართველო #GE91BG0000000533464349
მიმღები : მარიამ შარვაშიძე (ჩემი და)”- წერს ანი შარვაშიძე სოციალურ ქსელში.

Share.