მათ, ვისაც სწამს მფარველი ანგელოზის არსებობის, გამოცემა WomanHappiness სთავაზობს 11 ნიშანს, თუ როგორ უნდა გავარკვიოთ როდის არის ჩვენს გვერდით მფარველი ანგელოზი. ადამიანები წლების მანძილზე დაგროვილ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 11 მანიშნებელი იმისა, როდის არის თქვენს გვერდით მფარველი ანგელოზი.
1. სიზმრად მოსვლა. სიზმარი სულის ფანჯარაა. ხანდახან სიზმრად მოდიან მფარველი ანგელოზები და ასე გადმოგცემენ გზავნილს, სიზმრით გაფრთხილებენ, ხან კი უბრალოდ, გვენახვებიან.
2. უცნაური ფერადი წრეები თვალწინ. თუ თქვენ უცებ მკვეთრი სინათლე დაინახეთ ან პატარ-პატარა ფერადი წრეები, ამბობენ გონების დაბინდვა ხდებაო, ზოგიერთი ადამიანი კი ამბობს, რომ ამ დროს ჩვენ ანგელოზების გადაადგილებას ვხედავთ.
3. მოულოდნელი ტკბილი სუნი. თუ თქვენ უცებ ტკბილი სურნელი იგრძენით და არ იცით საიდან, ეს თურმე ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მფარველი ანგელოზი გვერდით გყავთ. ამბობენ, ამ სუნით მფარველი ანგელოზი ცდილობს გაგრძნობინოთ, რომ გვერდით არის, ეს შეიძლება იყოს საჭმლის, ყვავილის ან სუნამოს სუნი, რომელსაც თქვენი გარდაცვლილი ახლობელი ხმარობდა.
4. თეთრი ბუმბული. ჯეკ ნიუკომბის წიგნში, რომელიც მფარველ ანგელოზებზეა დაწერილი, ავტორი ამბობს, რომ თუ თქვენ სრულიად მოულოდნელად თეთრი ბუმბული იპოვეთ, მფარველი ანგელოზი მიგანიშნებთ, რომ ის ახლოსაა. ავტორის აზრით, ეს ყველაზე გავრცელებული ნიშანია ანგელოზის სიახლოვის.
5. თქვენი ბავშვი ხედავს იმას, რასაც ვერ ხედავთ თქვენ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები მფარველ ანგელოზებს ხედავენ მაშინაც კი, როცა უფროსები ვერაფერს ამჩნევენ, ამბობენ, ანგელოზები პატარებს აწყნარებენო. შეიძლება შეგინიშნავთ კიდეც, რომ თქვენი პატარა ერთ წერტილს მისჩერებია და იღიმის, თან ლუღლუღებს. ასეთ დროს ამბობენ, ანგელოზები ელაპარაკებიანო.
6. თქვენ ხედავთ ანგელოზებს ღრუბლებში. ბევრჯერ გიყურებიათ ღრუბლებისთვის და სხვადასხვა საგნებისთვის მიგიმსგავსებიათ. ხან ანგელოზის ფორმის ღრუბელიც დაგინახიათ, ეს ნიშანია იმისა, რომ მფარველი ანგელოზი ზეციდან გიყურებთ. ან შეიძლება ის გულის ფორმით მოგევლინოთ, რაც ძალიან გჭირდებათ.
7. ხშირად ანგელოზებს ამჩნევთ რიცხვებში. ამ თემატიკით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ ხშირად მფარველი ანგელოზები ციფრებით გვევლინებიან, ეს შეიძლება იყოს ის ციფრები, რომლებიც თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება ან უჩვეულო ციფრებში, მაგალითად-333, 11:11 და სხვა. თუ ეს ციფრები თვალში ხშირად გხვდებათ, იცოდეთ, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი გვერდით გყავთ.
8. ტემპერატურის უეცარი ცვლილება. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ გრძნობს ტემპერატურის უეცარ ცვლილებას. ხან სიცივეს, ხან კი სითბოს მთელ სხეულში. ამბობენ ეს მფარველი ანგელოზის გვერდით ყოფნის ნიშანიაო.
9. თქვენ გესმით მოგუდული ხმა. ანგელოზებთან ჩვენ საუბარი არ შეგვიძლია, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი მაინც ცდილობენ რაღაც გვითხრან და თუ სიჩუმეში რაღაც დაგუბულ ხმებს გაიგებთ, ეს სწორედ ამ მცდელობის ნიშანია.
10. გრძნობა, რომ გვერდით ვიღაც არის. ალბათ ბევრ თქვენთაგანს ჰქონია შეგრძნება, რომ ცარიელ ოთახშიც კი, გვერდით ვიღაც არის, ამბობენ, ასე მფარველი ანგელოზის სიახლოვეს ვრგძნობთო.
11. მოულოდნელი სითბო თავის არეში. თუ მოულოდნელად თმის გვირგვინის არეში სითბო იგრძენით, ეს მფარველი ანგელოზის არსებობის კიდევ ერთი ნიშანია. ამბობენ ამ სფეროს საშუალებით შესაძლებელია ანგელოზებთნ ურთიერთობაო.
წყარო: geonewest.com