“საიდუმლოს გაგიმხელთ,მიშას ვუყვარდი ძალიან და..” – ნახეთ ია ფარულავამ საიდუმლო გაამხილა,რას ყვება ტელეწამყვანი

0

ია ფარულავა თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში – “სთორი” სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მან წარსულზეც ისაუბრა.მსახიობმა და ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ არსებობს თემა, რომლის შესახებაც არსად ყვება და ექსკლუზიურად ინახავს. როგორც ფარულავა განმარტავს, “რუსთავი 2”-ზე არ აძლევდნენ უფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა, ასევე მას გარკვეული კუთხით სხვა საკითხებშიც ზღუდავდნენ. საბოლოო ჯამში, ია ფარულავამ, “რუსთავი 2”-ის “წნეხის ქვეშ არ მოქცეულიყო, ადგა და დატოვა კომპანია”. იგი ახლა “ფორმულა”-ზე მუშაობს და კვლავ აგრძელებს მის საავტორო გადაცემას- “ია ფარულავას კონვერტი”-(ს).

– “ვინაობა ბევრმა იცის და შეგიძლია თქვა. მე, როდესაც ვამბობდი მის ვინაობას, ყოველთვის ჭრიდნენ ამას გადაცემიდან, იყოს ეს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ თუ პროფილი” (ია ფარულავა)

-“ამ თემაზე იმიტომ არ ყვები, რომ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი? ვიცი, რომ ძალიან უყვარდი”- (თათია შარანგია)
-“ჩვენ კლასელები ვიყავით, ერთ მერხზე ვისხედით და ბავშვობაში ძალიან ვუყვარდი” (ია ფარულავა)
-“რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ის პატიმრობაშია?” (თათია შარანგია)
-“მიშა აუცილებლად უნდა გაანთავისუფლონ. მისი პატიმრობა, ეს არის უდიდესი დანაშაული. განსაკუთრებით, უკრაინის ომის ფონზე, მიშა არ უნდა იჯდეს ციხეში. ყველამ დავინახეთ, რომ იგი აღმოჩნდა საოცარი პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ნათელმხილველი. რაც მიშამ თქვა, ყველაფერი ისე ხდება” (ია ფარულავა)
წყარო:dainteresdi.club

Share.