“მიმატოვა ჩემმა პირველმა სიხარულმა,გამიფრინდა..” – ნახეთ ახალგაზრდა ბიჭი ახლახანს ტრაგიკულად დაიღუპა. ცნობილია მიზეზი

0

29 წლის დავით ჩალაგაშვილი რომელიც 2022 წლის 21 სექტემბერს სოფელ მისაქციელთან საშინელ ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დავითი ბოლო წუთამდე რეანიმაციაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახს კი საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროებოდა.როგორც დაშავებულის დედა წერდა, ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცმა მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება,

რამაც გამოიწვია მის ტვინში სისხლჩაქცევა და თავის ტვინის შეშუპება.
„ძალიან ცუდად ვარ. 4 თვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა. ჩემი დათუნას გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და მიმატოვა. რა ვქნა, როგორ გავუძლო ამ უსაშველო ტკივილს. დაგვტოვა ასე ფრთამოტეხილები. ძალიან მტკივა, ჩემი პირველი სიხარული გამიფრინდა. ღმერთო, ასე რატომ მოხდა, რატომ?!“, – წერს გარდაცვლილის დედა.
წყარო:siaxle.club

Share.