მოვიდა სახლში ბავშვი და თმები მომიტანა, თურმე მასწავლებელს თავიდან აუგლეჯია… – მასწავლებელმა მესამე კლასელი ბავშვი სცემა…

0

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში, 8 წლის მოსწავლეს მასწავლებელმა სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცირა ხაბურძანია ავრცელებს.
“რვა წლის, მესამე კლასელმა, ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას.
( ოფიციალურ წერილს ვაგზავნი საქართველოს განათლების მინისტრთან, შშს მინისტრთან და სახალხო დამცველთან, მოვითხოვ რეაგირებას ამ და მსგავს ფაქტებზე)” – წერს ხაბურძანია სოციალურ ქსელში.

Share.