დანიის, ნორვეგიის და გერმანიის მკვლევართა ჯგუფმა კვლევის შედეგები დააჯამა და ნერვოლოგიის ევროპის აკადემიის მე-5 კოგგრესზე წარადგინა. ექსპერიმენტში მონაწილეობას, 35 ქვეყნიდან, 1034 ადამიანი იღებდა. ეს მოხალისეები იყვნენ, რომლებიც მეცნიერებმა Crowdfunding-ის პლათფორმის გამოყენებით მოიძიეს (მსურველი მეტი იყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, მხოლოდ ეს რაოდენობა შეირჩა. ეს სრულიად ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც «სულის დროებით გაშვებაზე» თანხმობა და სიკვდილის წინა გამოცდილების მიღების სურვილი გამოთქვეს).
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეთა, დაახლოებით, 10% ე. წ. სიკვდილის წინა მდგომარეობის განცდები ჰქონდა, ანუ ისეთივე, როგორიც ადამიანს კლინიკური სიკვდილის დროს აქვს.
«ძირითადი მიზანი მიღწეულია, ჩვენ დავადასტურეთ მსგავსება სიკვდილის წინა მდგომარეობასა და სწრაფი ძილის ფაზას (REM ფაზა – ამ ფაზაში თავის ტვინი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. რედ.) შორის. ჩვენ ეს ექსპერიმენტში მონაწილეთა 10%-ის შემთხვევაში დავადგინეთ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე წინა კვლევების დროს ავსტრალიაში (8 %) და გერმანიაში (4 %). ეს ფაქტი იმით შეიძლება აიხსნას, რომ წინა კვლევები კლინიკური სიკვდილის შემდეგ გადარჩენილი ადამიანების მოგონებებზე იყო დამყარებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს ჩატარებულ კვლევას, ბევრი უნდობლად სწორედ იმის გამო მოეკიდა, რომ ის არა ორგანიზებულად ჩატარდა და მხოლოდ კლინიკური სიკვდილის შემდეგ გადარჩენილი ადამიანების გამოკითხვის შედეგი იყო» – სიტყვით გამოსვლის დროს, განაცხადა კოპენჰაგენის ნერვოლოგიის ინსტიტუწის წამყვანმა მკვლევარმა დოკ. დენიელ კონდზიელმა (Dr. Daniel Kondziella).
როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ექსპერიმენტის შედეგი, ფაქტიურად, წინა კვლევების შედეგის ანალოგიური იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი რომელიც სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას, იგივეს განიცდის, რასაც ექსპერიმენტში მონაწილე პირი, რომელმაც იცის, რომ საფრთხე არ არსებობს.
ექსპერიმენტში მონაწილეთა მდგომარეობის შეფასება შკალით ხდებოდა, რომელშიც 16 კონკრეტული სიმპტომი იყო:
კვლევაში მონაწილეთა 87% დროის შეგრძნების ცვლილება დაასახელა — ის ან შენელებული, ან აჩქარებული იყო. 65%-მა ჩათვალა, რომ აზროვნების აჩქარება მოხდა, 63%-ს გრძნობები გაუმძაფრდა. ხოლო, 53% «სხეულიდან გასვლა» შეიგრძნო. ამასთან, სულის გასვლას, გვირაბის ბოლოს, კაშკაშა სინათლის ხილვა და ანგელოზთა გალობაც ერთვოდა.
აქამდე თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კვლევა მხოლოდ «ზეპირსიტყვიერებაზე» იყო დაფუძნებული, ახლა უკვე, მტკიცებულების სახით, ხელოვნურად «გარდაცვლილი» და «გაცოცხლებული», 1034 ადამიანის ტომოგრამა, ენცეფალოგრამა და სხვა სამედიცინო ანალიზი არსებობს.
წყარო: genews.ge