სამეგრელოში მამაკაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან. 14 წლის გოგონამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილზე 5 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ბავშვი 14 წლის არის, ვნახე დილით დაზარალებული. დედის ოჯახში იმყოფება. ბავშვი ამბობს,
რომ მამა ძალადობდა სექსუალურად მასზე და შიშის გამო არ ამხელდა” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სავარაუდოდ მოძალადე თავის დაღწევის მიზნით მიიმალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შენიშვნა: სტატიაზე მითითებული ფოტო პირობითია
წყარო:ambavi.club