გარდაიცვალა დამსახურებული, ღვაწლმოსილი, ფოთელი ექიმი სოსო ბობოხიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოთის გვერდი ავრცელებს.
“ექიმი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საპასუხისმგებლო საქმეს. ბატონმა სოსომ წლების განმავლობაში ნაყოფიერად იღვაწა ,
შრომის, მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად უამრავი პაციენტისა და კოლეგის სიყვარული დაიმსახურა.
სოსო ექიმო! გემშვიდობებით და მადლობას გწირავთ ამაგისთვის. მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა…
ჭკვიანი, გულისხმიერი ექიმი და არაჩვეულებრივი ადამიანი…” – წერენ სოციალურ ქსელში სოსო ბობოხიძის კოლეგები და პაციენტები.
ცნობილი ექიმი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.