“შვილი მომიკლეს და შემდეგ..” – ნახეთ სასტიკად მოკლულის ბიჭის დედამ სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა

0

გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. “კურიერი P.S.” თაკო მირზაშვილს ისრაელში დაუკავშირდა:
“მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად,

რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში.
ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!” – განუცხადა “კურიერი P.S.”-ს მოკლულის დედამ.
წყარო:ambavi.club

Share.