“სინამდვილეში რატომ შეიწყალა გვარამია სალომე ზურაბიშვილმა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა არის მიზეზი

0

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა. ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.
“დღეს მო­ვა­წე­რე ხელი ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის აქტს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე იმის შემ­დეგ, რაც 19 ივ­ნისს ამო­ი­წუ­რა ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რი, როცა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ არ მი­ი­ღო გან­სა­ხილ­ვე­ლად სარ­ჩე­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არ ვა­პი­რებ, რომ რამე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ, რა­მე­თუ ეს არის ჩემი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ დღეს.

მინ­და მხო­ლოდ ის გა­გახ­სე­ნოთ, რაც ასე­ვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ვთქვი, ბრი­უ­სელ­ში, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ვინ­მეს ზე­წო­ლას, რჩე­ვას, რე­კო­მენ­და­ცი­ას, თუ სხვა ტი­პის მუ­ქა­რას, რომ ამას “თუ არ იზამთ, ის მოხ­დე­ბა” და “იმას თუ არ იზამთ, ეს მოხ­დე­ბა”. ეს არის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, “მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, 16 მა­ისს, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი
წყარო:ambavi.club

Share.