“საზარელი ამბავია ამერიკიდან, სამწუხაროდ..” – ნახეთ ახლახანს ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად დაიღუპა

0

ახლახანს ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მამუკა შონიაა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში შონიების საგვარეულო კავშირი ავრცელებს:
ივლისის პირველივე დღეს თავზარდამცემი ცნობა მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან: ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა იქ სამუშაოდ წასული მამუკა იგორის ძე შონია – გალიდან დევნილი, მშვენიერი ოჯახის პატრონი, ორი ქალიშვილის მამა, ჩვენი გვარის ახალგაზრდა თაობის ღირსეული წარმომადგენელი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი.

ძნელია ნუგეშის სიტყვები უთხრა მამუკას მშობლებს: ქალბატონ როზასა და ბატონ იგორს, ერთადერთ ძმას, მანუჩარს, მეუღლეს, სოფო კილანავას, მამუკას ქალიშვილებს, რომლებიც ძალიან ადრე დაობლდნენ და დაკარგეს მზრუნველი მამა.

ყველა, ვინც კი იცნობდა მამუკას, დაგვერწმუნება, რომ მთელმა საგვარეულომ, მისმა მრავალრიცხოვანმა სამეგობრომ, სანათესაომ, სამეზობლომ დაკარგეს ერთგულებასა და სიყვარულში უღალატო და დაუზარელი, ერთგული თანამდგომი და ნებისმიერ ვითარებაში მართალი და სწორი, ალალი და გულისხმიერი ადამიანი, რომელმაც მართლაც კაცურად იცხოვრა, დიახ, კაცურად და ვაჟკაცურად, და ყველგან სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მამუკას აქტიური, გამორჩეული წვლილი არ შეეტანოს შონიების საგვარეულოს ნებისმიერ ღონისძიებაში, მის თანადგომასა და თავდადებას გრძნობდნენ და ხედავდნენ შონიებიცა და სხვებიც. როგორც ვთქვით, იგი უზადო იყო ჭირსა და ლხინში და აი, ასეთი მამუკა უკვე აღარ გვყავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ სულ თავისი შრომითა და მონდომებით მიიკვლევდა გზას, არჩენდა ოჯახს, ხელს უმართავდა ყველას, ვისაც კი რამე გაუჭირდებოდა. ბოლოს, როდესაც ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ და მას თანდართულმა ხანძარმა მისი ბიზნესიც დააზარალა, იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, საიდანაც თურმე ცოცხლად დაბრუნება არ ეწერა თავის სამშობლოში…

ახლა უკვე იმ დღის მოლოდინში ვართ, თუ როდის მოგვარდება საჭირო პროცედურები და როდის ჩამოასვენებენ მის ცხედარს თბილისში…
მუხიანის II მიკრო რაიონი, 33 კორპუსი. I სადარბაზო, მეორე სართული.

ვწუხვართ და თანავუგრძნობთ მამუკას ოჯახს, ნათესავებს, საგვარეულოს, ყველას, ვისაც გული ატკინა ამ ტრაგედიამ, მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანის დაკარგვამ.

ჩვენთვის მუდამ დაუვიწყარი იქნები, ჩვენო საამაყო მამუკა… დაე, მარადიულ ნათელში ამყოფოს შენი სული უფალმა !

შონიების საგვარეულო კავშირი

Share.