გარდაიცვალა კლინიკა ენმედიცის ექიმი, ქალბატონი ციური ბობოხიძე. ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესიონალი ექიმის, შესანიშნავი ადამიანის, კლინიკა ენმედიცის სათავეებთან მდგომი და მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის ქალბატონი ციური ბობოხიძის გარდაცვალების გამო.
პროფესიონალი ექიმი გამოაკლდა ჩვენ საზოგადოებას.
ციური ბობოხიძე კლინიკა ენმედიცში 1996 წლიდან – 2011 წლამდე იკავებდა, დირექტორის მოადგილის პოზიციას, ასევე იყო წამყვანი ექიმი-ენდოკრინოლოგი. ქალბატონი ციური გახლდათ უფროსი თაობის გუნდის საპატიო წევრი.
კლინიკა ენმედიცი-ს მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ქალბატონი ციურის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.