“დიაგნოზი რომ გავიგე თავის მოკვლა მინდოდაო…” – მსახიობს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია ბადურაშვილების ოჯახში

0

ნინი ბადურაშვილის ბებიას ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მსახიობმა გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსში“ ისაუბრა.
“მე მინდა, ჩემს თაობას მადლობა გადავუხადო. მთელი თბილისი დადგა ჩემს გვერდზე, ამ თანადგომამ მოგვიყვანა დღემდე, ეს არასდროს უნდა დავკარგოთ.
როცა გეუბნებიან, სიმსივნეაო, როგორ შეიძლება გაგიხარდეს?! მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვაიმე, დავიქეცი. მე ახლა გადასხმაზე დავდივარ ყოველთვე და იქ არიან ახალგაზრდა გოგონები, 20-25 წლის, გული გაგისკდება.

81 წლის ქალს ან ეს დაგემართება, ან ის… რამდენიმემ თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის მოკვლა მინდოდაო. ყველა ღმერთმა დალოცოს, მაგრამ ცხოვრება რთულია, როდის სად დაგარტყამს, არ იცი, ამიტომ ძლიერი უნდა იყო. ბედისწერას ვერსად წაუხვალ. დარტყმაა? უნდა გაუძლო“, – ამბობს მსახიობი ლალი ბადურაშვილი.

Share.