ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს. ის ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
ასეთ შვილებს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო…. 😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔💔💔💔💔
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილები დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ თქვენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები ირაკლი და ინე თქვენი დედებისთვის?
მიწამ როგორ უნდა მიგიღოთ ნუთუ მიწას არ შერცხვება თქვენი💔😭💔😭💔
გლოვობს ჩემი ბათუმი მიწისთვის მენანებით💔 ყველას ძალიან დაგვწყვიტეთ გული დიდი სევდა დაგვიტოვეთ რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება ყველა ჩვენგანს ვინც გიცნობდთ. მართალია დაგვტოვეთ და წახვედით მაგრამ თქვენ ჩვენს გულებში მაინც იცოცხლებთ.
ასეთი ახალგაზრდები 21 და 28 წლისები . დაგვიტოვეთ უდიდესი ტკივილი. მიძნელდება, როდესაც წარსულზე ვლაპარაკობ თქვენზე სათუთად გეფერებით შორიდან, ჩვენო ჩამქრალო სიცოცხლეებო… თქვენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია… ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ-საკმეველმა გზა გაგინათოთ მარადიულ სასუფეველში.. რამდენს სიყვარულს სითბოს და სიკეთეს იტევდა თქვენი პატარა მაგრამ საოცრად დიდი გული… ( ყველას ვინც გიცნობდათ და უყვარდით ეიმედებოდით ისეთი განცდა აქვსთ, რომ სადღაც ხართ და მოხვალთ… მუდმივად ამის მოლოდინი არსებობს… რეალობა კი სამწუხაროდ, სრულიად სხვაგვარი და მძიმეა ასატანია… ადამიანებში უდიდესი სითბო დატოვეთ და თქვენ ჩვენს მეხსიერებაში მუდმივად ისეთი დარჩებით, როგორებიც იყავით და როგორსაც გიცნობდით.) რატომ სიკვდილი არ დაგაგვიანდათ…ყველას გვემახსოვრებით. ყველაზე საყვარელი და საუკეთესო ხართ ჩვენი დიდი ტკივილები ხართ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს 28 წლის ირაკლი ხალითბას და 21 წლის ინე ცეცხლაძის ოჯახსა და ახლობლებს….
ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია….