სურამში მოკლული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მარიკა ლომიძე ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო. ამის შესახებ იგი „Dianews“-სთან საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვის დედა ყოფილ ქმარს უკრძალავდა შვილის ნახვას, მან ახალ წელსაც კი არ აჩვენა ბავშვი ყოფილი მეუღლის ოჯახს.
„შვილის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. ურთიერთობა თვითონ ვერ დაამყარეს, შვილი ხომ ჰყავდათ. ეს ჩემი გაუბედურებული შვილი თავისი შვილის გიჟი იყო. თუ თავის სურვილი იყო, ჩამობრძანდებოდა და აჩვენებდა ბავშვს ყველას, თუ არადა არა“,- ამბობს ეჭვმიტანილის დედა.
ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
”იცით რატომ მოკლა ჩემმა შვილმა ის გოგო…” – სასწრაფოდ, ახლახანს ყოფილმა დედამთილმა მკვლელობის ნამდვილი მიზეზი გაამხილა (ვიდეო)
0
Share.