“ყველა გლოვობს,საოცრად თბილი ადამიანი მოგვიკლეს,მაკა და შურა მეგობრები იყვნენ..” – ნახეთ რას ჰყვებიან ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპულებზე

0

ქუ­თა­ის­ში 15 თე­ბერ­ვლის ღა­მეს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ შე­ნო­ბას­თან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ე­ჯა­ხათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლებს გო­გო­ე­ბი მარ­თავ­დნენ და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია, რომ საქ­მე­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ფი­გუ­რი­რებს, ერთს ქალი მარ­თავ­და, მე­ო­რეს კი მა­მა­კა­ცი.

ორი ქალ­ბა­ტო­ნი “ზებ­რა­ზე” გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც სწრა­ფად მო­მა­ვალ­მა მძღოლ­მა ქვე­ი­თე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა და და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე შსს-მ ერთი პირი, მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. და­ღუ­პუ­ლია 65 წლის შურა ხურ­ცი­ძე და 44 წლის მაკა ქურ­და­ძე.

“სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, მთე­ლი უბა­ნი გლო­ვობს, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ასე­თი ავა­რია არ უნა­ხავთ, ყვე­ლა შოკ­შია. “ზებ­რა­ზე” გა­და­დი­ოდ­ნენ, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობთ ოჯა­ხი, სა­ოც­რად თბი­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვიკ­ლეს, 2 შვი­ლი დარ­ჩა, მე­ზობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თის …

ქუ­თა­ის­ში მომ­ხდარ ამ­ბავს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

“ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც ქუ­თა­ის­ში ორი ქვე­ი­თი ემსხვერ­პლა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ჯიბ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ჭეს­თან ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ის­ხდნენ. სის­წრა­ფე­ში შე­ჯიბ­რე­ბის დროს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქვე­ი­თებს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მე­ო­რე მძღოლ­მა ვერ და­ა­მუხ­რუ­ჭა და ისიც მათ და­ე­ჯა­ხა”.

რა­ტომ იყე­ნებ სი­ტყვა “მკვლე­ლებ­სო”? რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­მო­მე­კა­მა­თა ერთი და ახლა თქვენ გე­კი­თხე­ბით, ამას რა ქვია მა­შინ? უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა? პრაქ­ტი­კუ­ლად ცნო­ბი­ლია ყვე­ლა ასე­თი ად­გი­ლი, სა­დაც იმარ­თე­ბა უკა­ნო­ნო შე­ჯიბ­რე­ბი, მა­ინ­ტე­რე­სებს შსს-ს რა სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი?” – წერს მეს­ხიშ­ვი­ლი.
წყარო:geonewest.com

Share.