“კიდევ ერთი ლეგენდარული ქართველი გარდაიცვალა, მთელი საქართველო ტირის, ყველას უყვარდა, უდიდესი ადამიანი დავკარგეთ..”

0

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თე­დი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.
“ლე­გენ­და წა­ვი­და! ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა” – წე­რია ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე.თე­დი­აშ­ვი­ლი 1948 წლის 15 მარტს სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ბა­და. ის იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1972, 1976) ჭი­და­ო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევ­რო­პის 3-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1974, 1976, 1978). მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი (1973). ასე­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებ­ში და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლოს წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად.

1987 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მი “ხა­რე­ბა და გო­გია”, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ომარ ფხა­კა­ძე ას­რუ­ლებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 1999 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში XX სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და (მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის და ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი კარ­ტო­ზი­ას შემ­დეგ) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი გა­და­ე­ცა.

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი მო­ჭი­და­ვეა, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი სამ სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა: 82 და 90 კგ წო­ნებ­ში ოლიმ­პი­ა­და და მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბე­ბი მო­ი­გო, 100 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

1993–1995 წლებ­ში იყო სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის რწმუ­ნე­ბუ­ლი კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში.

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზე­თის ომის დროს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბულ თვითმფრი­ნავს შე­ე­წი­რა ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის 19 წლის ვაჟი ვახ­ტან­გი.[5]

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ბრძა­ნე­ბით, ვახ­ტანგ თე­დი­აშ­ვი­ლი 1998 წელს ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

1995–1999 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (სა­გა­რე­ჯოს მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი“. 1999–2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი“.

2003 წელს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. 2005 წლი­დან ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (FILA) დი­დე­ბის დარ­ბა­ზის წევ­რია.

2011 წელს, სე­რი­ა­ში „ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი“ (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი) გა­მო­ი­ცა ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის წიგ­ნი „ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი“.

Share.