მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და გვაფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ისევ დაგვჭირდება თბილი მოსაცმელები.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ისევ კალენდარული ზამთარია.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შედარებით ცივი და არასტაბილური ჰაერს მასები, რომელიც დასავლეთში წვიმას, აღმოსავლეთში კი ზოგან თოვლს გამოიწვევს.
აღსანიშნავია ისიც რომ ნალექი ინტენსიური არსად არ იქნება და დასავლეთთან შედარებით აღმოსავლეთში უფრო აცივდება.
თოვლი ასევე დაუბრუნდება ჩვენს მთებს, ზამთრის
კურორტებზე კვლავ იქნება ნალექი, თოვლის სახით.
ბოლო პერიოდის დათბობის შემდეგ, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა ჩემს მიმართ – როგორც ჩანს, გაზაფხული წელსაც ადრე მოდის? ზამთარი უკვე დასრულდა?
გპასუხობთ, რომ ზამთარი წელს იყო კი საერთოდ? მიუხედავად იმისა, რომ შედარებით აგვიცივდება მიმდინარე დღეებში, ეს ისევ არ იქნება ზამთრის ჩვეული ამინდი და წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ კიდეც ანდაზა, ,,ნაადრევად მოდის გიჟური მარტი, შეხედე მზეს და აიღე ქოლგა”
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს, მზის სხივებს თუ ვერ დაინახავთ, თქვენ გახდით სხვისთვის სითბოს მჩუქებელი…“ – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.