„შვილი მომიკლა, ხალხნო, ესეც ფინალი, ტროტუარზე მიმისრისა, გარეწარმა” – წერს სოციალურ ქსელში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მაკა ქურდაძის დედა ნინო კორინთელი.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს,
ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. დაღუპულია 65 წლის შურა ხურციძე და 44 წლის მაკა ქურდაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ საქმეზე კი მამაკაცი დააკავა.