“სხვა ცხოვრებაში გადმომიყვანა ჩვეულებრივი ცხოვრებიდან..” – ნახეთ რას ჰყვება თედო ბექაური

0

“პრაიმშოუს” სტუმარი გადაცემა “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაურია, რომლიც ეთერში ძველ და ახალ ცხოვრებას ადარებს ერთმანეთს.
თედოს თქმით, პროექტმა მას გაცილებით ბევრი შანსი მისცა და მეგობრები შესძინა.
“ცეკვავენ ვარსკვლავებმა” ჩვეულებრივი ცხოვრებიდან გადმომიყვანა სხვა ცხოვრებაში. ამაზე მიფიქრია,

მაგრამ განხორციელება მიჭირდა. პროექტის საშუალებით ფართო საზოგადოებაში გავედი და მეგობრები შევიძინე, რისი საშუალებაც მანამდე არ მქონდა. მომეცა იმის საშუალება, რომ მეტი ვისწავლო და მეტად განვვითარდე. ცეკვა ძალიან შემიყვარდა და ძალიან მსიამოვნებდა რასაც ამ პროექტში ვაკეთებდი”, – ამბობს თედო ბექაური.

Share.