1- ლ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგარზდა კაცი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფს კი ბრალი წარედგინა. ინფორმაცია გუშინ პროკურატურამ გაავრცელა.გამოძიების თანახმად ორმა პირმა, ქალმა და მამაკაცმა შემდგომში გასაღების მიზნით პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი, სამტრედიის მუნიცვიპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ლოკაციებზე განათავსეს, შემდეგ კი ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის არჩილ ბარდაველიძეა, მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა. როგორც გაირკვა, დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.