ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
გავრცელდა საზარელი ავარიის პირველი კადრებიც.