“ქალს რძე მიჰქონდა კლინიკაში ჩვილთან..” – ნახეთ ტრაგიკული ავარიის დეტალები

0

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. ის კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

“და­ღუ­პულ ქალს კლი­ნი­კა მე­დი­ნა­ში ჩვი­ლი ბავ­შვი ჰყავ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი. მის­თვის რძე მიჰ­ქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს. შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ქალი. კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო” – აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

Share.