ვინ არის ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი.

0

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
37 წლის ნინი ჩეჩელაშვილი მძიმე სენს ემსხვერპლა.
„გარდაიცვალა ემიგრანტი, ნინი ჩეჩელაშვილი – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი… ესპანეთში, მადრიდში. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე… შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ – ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

სიკვდილო, ვინ წაგართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე. როგორ იტანჯე უცხო მიწაზე….

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტები არიან…“ – წერს შოთო სიხარულიძე.

Share.