ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, UFC-ში წარმატებით მოასპარეზე გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ, რომელიც წლების წინ გადახდა თავს.
იგი პოსტში, მეუღლის თამოს თანადგომას უსვამს ხაზს.
ცნობისთვის, წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ორ შვილს, ნიტასა და მაქსიმეს ზრდის.
„2015 წლის ოქტომბერს დამიდასტურდა „სტრეფტოკოკ“ და „სტაფ“ ინფექციები და სასწრაფოდ გადამიყვანეს ჰოსპიტალში. 1 კვირის მეთვალყურეობის შემდეგ ინფექცია პროგრესირდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ხელის ამპუტაცია.
ჩემს ცოლს გადასცეს საბუთი რაზეც მას 24 საათის მანძილზე ხელი უნდა მოეწერა, რაც მისცემდა ექიმებს ამპუტაციის საშუალებას! თამო
P.S. 5 კვირის შემდეგ გავმართე MMA-ის სადებიუტო ბრძოლა“,- წერს გიგა ჭიკაძე.