“8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა,სოციალურ ქსელში ნაპოვნი სიყვარული და ქალიშვილი უჩვეულო სახელით..” – ნახეთ ბუდუ ზივზივაძის უცნობი ამბები

0

დღეს საქართველოს ნაკრებს ძალიან წარმატებული თამაში ჰქონდა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა. ორივე გოლი ლუქსემბურგის კარში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
30 წლის ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრების წევრი და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კარლსრუეს“ თავდამსხმელია. ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.2011 წელს თბილისის დინამოში გადავიდა. რამდენიმე ქართულ და უცხოურ გუნდში თამაშის შემდეგ, 2023 წელს გააფორმა კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან” და დღესაც იქ თამაშობს.

ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის და ნინი კვერნაძე წლებია ერთად არიან. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ.

მათ გოგონას უჩვეულო სახელი – შაი ჰქვია. “- თავიდანვე მქონდა ჩანაფიქრი, ისეთი სახელი დამერქმია, რომელიც არავის ერქმეოდა. ეს სახელი თავად მოვიგონე, მერე ეს სიტყვა “დავგუგლე” და აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და “საჩუქარს” ნიშნავს. განმარტებაც ძალიან მოგვეწონა, სახელიც მოგვწონდა და მერე სხვა სახელზე აღარც გვიფიქრია”, – აღნიშნა ნინიმ ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში და ბუდუს მამობაზეც ისაუბრა: “ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა… ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო”.
წყარო:elnews.ge

Share.