“მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენმა ექიმებმა თუმცა..” – ნახეთ კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით

0

ბა­თუმ­ში 31 წლის ქა­ლის სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­ნი­კა “ბაუ”-ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს.
რო­გორც კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში განმარტავენ, ახალ­გაზ­რდა ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კლი­ნი­კა “ბაუ”-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­ხერ­ხდა.

“31 წლის ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში “ბაუ”-ში შე­მო­იყ­ვა­ნეს. იგი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ჩვენ­მა ექი­მებ­მა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა ქალი იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა” – გვი­თხრეს “ბაუ” -ში.

ბა­თუმ­ში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს. ორ­სუ­ლი კლი­ნი­კა BMS-ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. კლი­ნი­კა BMS-ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა. და­ღუ­პუ­ლი ქალი მა­რე­ხი მა­კა­რა­ძეა. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის, ერთი ახალ­შო­ბი­ლი.
წყარო: geonewest.com

Share.