თიკა ფაცაციას უფროსმა ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ, ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო. ანდრომ ბიძის გზა გააგრძელა და კალათბურთელია.
იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო.
ახალგაზრდა მწვრთნელს ეს
შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.