სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. 31 წლის ნინი შემაზაშვილი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.
“მისი მეუღლე ამერიკაშია, იქ გააგებინეს ეს საშინელი ამბავი. ერთი შვილი ჰყავთ, ბავშვი წელს გახდა 6 წლის. ახლა კლინიკაშია მოთავსებული” – ჰყვებიან გორელები.
წყარო: hotnews .com. ge