ეს ღვთის გან­გე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ის სენი, რო­მე­ლიც მო­ე­დო მთელს მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის – ნახეთ ილია მეორის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

0

ეს ღვთის გან­გე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ის სენი, რო­მე­ლიც მო­ე­დო მთელს მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. მად­ლო­ბა და დი­დე­ბა უფალს, – ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს – პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.
ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა მარ­თლმა­დი­დებ­ლებს მირ­ქმის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.
“ჩვენ­თან არს ღმერ­თი. გი­ლო­ცავთ ამ ბედ­ნი­ერ დღეს, მირ­ქმას. ეს არის იმ­დე­ნად დიდი დღე­სას­წა­უ­ლი, რომ წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, აღ­დგო­მის ტო­ლია. აღ­დგო­მა, სუ­ლი­ე­რი აღ­დგო­მა მოგ­მად­ლოთ უფალ­მა. დღეს არის შეხ­ვედ­რა ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის. დღეს არის შეხ­ვედ­რა და გა­ნახ­ლე­ბა ერი­სა. წყა­ლო­ბა ღვთი­სა და სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა იყოს თქვენ­თან. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდეთ მა­ცხოვ­რის მე­ო­რედ მოს­ვლას.

სა­ქარ­თვე­ლო წილ­ხვედ­რია ღვთის­მშობ­ლის. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ ინე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო წილ­ხვედ­რი. ეს ღვთის გან­გე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ის სენი, რო­მე­ლიც მო­ე­დო მთელს მსოფ­ლი­ოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. მად­ლო­ბა და დი­დე­ბა უფალს”, – გა­ნა­ცხა­და კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ.

Share.