“ბიჭები მოასვენეს უკვე,უფროსი 41 წლისაა უმცროსი 35ის,მშობლებს რა ვუთხრათ..” – ნახეთ რას ამბობენ ადგილობრივები დღეს სვანეთში მომხდარ საშინელ ავარიაზე

0

20 მა­ისს, დი­ლით, ზუგ­დი­დი-მეს­ტი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, სო­ფელ ეცე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ძმე­ბი ლერი და რო­ლანდ პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ის­ხდნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და. ძმე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რა გახ­და ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზი, ეს გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმე­ბი პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ეცე­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ახლა სო­ფე­ლი გლო­ვობს სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭებს.

“ლერი და რო­ლან­დი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, ორი­ვე ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი დღეს დი­ლით მოხ­და. ახლა მათ სახ­ლში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი და ლა­მის არის გული გა­მის­კდეს, ისე გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ძნე­ლია ასეთ დროს რა­ი­მე სა­ნუ­გე­შო უთხრა მისი ოჯა­ხის წევ­რებს. მის გა­ნად­გუ­რე­ბულ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და­ა­ტყდათ თავს.

ძმე­ბი ეცერ­ში ცხოვ­რობ­დნენ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა. ლერი უფ­რო­სია, 41 წლის იქ­ნე­ბო­და, ხოლო რო­ლან­დი 35 წლის იყო. რა­ტომ მოხ­და ეს ავა­რია, არ ვიცი. თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნით იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი და ავა­რია სო­ფელ დი­ზის მახ­ლობ­ლად არის მომ­ხდა­რი. მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა მან­ქა­ნა, მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში, ნა­პირ­თან მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, ად­გილ­ზე იყ­ვნენ და­ღუ­პუ­ლე­ბიო.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ორ­თა­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი. მომ­ხდა­რით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. 4 ძმა გა­ი­ზარ­და ამ ოჯახ­ში, ორი ძმა ჰყავთ კი­დევ ბი­ჭებს. უკვე მო­ას­ვე­ნეს შინ ბი­ჭე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ტრა­გე­დია”, – ამ­ბობს “ამბებთან” სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

შსს-მ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს..

Share.