როგორც წყარო რუსთავიდან გვიყვება, “მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა”.“ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა.
მკვლელობა 1 წლამდე ჩვილის თვალწინ მოხდა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორც ვიცი, თავად დარეკა პოლიციაში, ადგილიდან არ დაძრულა. ამ მკვლელობას ბევრი მოწმე ჰყავს, სკვერში ხალხი ირეოდა. ინგა მრავალშვილიანი დედაა, მარიამის გარდა 5 შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდიდა (ქმარს გაშორებულია).“
წყარო: ninusebi.club