თურქული სერიალი “შერბეთი” საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ევრიმ ალასია ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს.
ევრიმი 1979 წელს იზმირში დაიბადა.
წლების წინ ის პროფესიონალი ტანმოვარჯიშე იყო და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას. არის პროფესიით თეატრმცოდნე და უამრავ სპეკტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული.
სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო.
განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობმა სერიალში ‘დიდებული დაუკუნე’ მოიპოვა, სადაც ახალგაზრდა “დედა სულთანს” განასახიერებდა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამ ეტაპისთვის 44 წლის მსახიობი ევრიმ ალასია მარტოა და მთლიანად სერიალის გადაღებებზეა კონცენტრირებული.