ვიდეო”როგორია ბოლო ზარზე დაშავებული ბავშვების მდგომარეობა..” – ნახეთ ახალი დეტალები

0

ბოლოზარზე საშინელი ავარია მოხდა. ინფორმაციას სოციალურ სელში მოქალაქე ავრცელებს.
როგორც მოქალაქის მიერ გავრცელებულ პოსტში წერია, ბავშვებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდფომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“არ მინდოდა მაგრამ გაფრთხილდით!!!
პირველ რიგში მადლობა და დიდება მკვდრეთით აღმდგარ უფალს, რომ გადავურჩით მცირეწლოვან შვილთან ერთად და შეჯახების ინიციატორის ავტო მანქანაში მსხდომი “ბოლო ზარის” ბავშვები და სახლში მათი მომლოდინე მშობლები დიდ უბედურებას.

რაქვია ამ დამკვიდრებულ “ტრენდს და აქტივობას”, რომელიც მართლაც და ზოგირთათვის ყოველ წელს ბოლო და უკანასკნელ ზარად იქცევა? რა ქვია სწორედაც იმ ქაჯობას რაც ჩვენში ხდება???

⛔მშობლებო ნუ ანდობთ და ანებივრებთ, დედის კალთიდან ახლად გადმოსულ შვილებს მაღალბიუჯეტურ და მაღალკუბატურიან მანქანებით!!!

⛔ამით არანაირ სიკეთეს უკეთებთ მათ!!!

⛔ბავშვებო ნუ ანდობთ თქვენს სიცოცხლეს გამოუცდელ და ქარაფშუტა მძღოლს, ცხოვრებას ახლა იწყებთ და ნუ ასრულებთ “ბოლო ზარზე”!!!

გააცნობიერეთ, რომ ერთ წამში ანადგურებთ ღვთისაგან ბოძებულ სიცოცხლეს. დაფიქრდით სანამ ავტო მანქანის ამაჩქარებელს ჩააჭერთ, რას გამოიწვევს ის… გავუფრთხილდეთ უნდა საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს!!! გავუფრთხილდეთ უნდა საკუთარ და სხვათა საკუთრებას!!!

არ მახსენდება წელი, როდესაც მსგავსი აქტივობა არ დასრულებულიყოს ტრაგედიითა და მცირე და საშუალო დაზიანებით.

ალბათ საკანონმდებლო დონეზეა დასაყენებელი ეს საკითხი, მეტი ძალისხმევაა საჭირო სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ როგორმე შეჩერდეს ეს ქარაფშუტულ-ქაჯური აქტივობა…”-წერს მოქალაქე

Share.